"საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ეს მხარდაჭერა და პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა გზით ვაჩვენეთ, მათ შორის ბოლო თვეების განმავლობაში", - ასე უპასუხა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ განიხილავს შეერთებული შტატები საქართველოსთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას გაწევას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების ფონზე.
"საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ეს მხარდაჭერა და პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა გზით ვაჩვენეთ, მათ შორის ბოლო თვეების განმავლობაში. არ შევალ ჰიპოთეტურ განხილვებში იმის თაობაზე, თუ რას შეიძლება ველოდოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ჩვენ უკვე ვაჩვენეთ უკრაინის მაგალითზე, რომ ამერიკა ერთგულია მთელს რეგიონში თავისი პარტნიორების მიმართ. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ნედ პრაისმა.