იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსები მის გადარჩენას ცდილობენ.
მშობლებმა ბავშვი მანქანაში უყურადღებოდ დატოვეს მან კი ცეცხლი გააჩინა და სასუნთქი გზების დამწვრობა მიიღო.
ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ბათუმიდან თბილისში კატასტროფის ცენტრის ბრიგადებმა გადმოიყვანეს. პირველად დახმარება ჩვილს დამწვრობის ცენტში აღმოუჩინეს შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს.
ბავშვი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება