ავსტრიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვა. ინფორმაციას გაზეთი Kurier-ი OMV Group-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ნავთობის შესყიდვის მოცულობა რუსეთში ყოველთვის ძალიან დაბალი იყო. ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის ნავთობის სხვა ბაზრით ჩავანაცვლეთ", - განაცხადა ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელმა.
ქვეყნის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციის მონაცემებით, 2021 წელს რუსული ნავთობი იმპორტის მხოლოდ 7.8%-ს, ანუ 596 ათასი ტონას შეადგენდა.
ამასთან, ავსტრიაში ნათობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი უკვე დიდი ხანია ყაზახეთია - ამ ქვეყანაზე მთელი იმპორტის 38,9% მოდის. მეორე ადგილზეა ლიბია (22,1%), მესამეზე - ერაყი (20,7%).