რუსეთმა უარყო გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის წინადადება აღდგომის დღესასწაულის დღეებში ოთხდღიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იტყობინება "უკრინფორმი".
გუტერეშის წინადადება მიზნად ისახავდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას და ომის შედეგად განადგურებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას.
"ანტონიო გუტერეში გამოვიდა მოწოდებით აღდგომის დღეებში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისა ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზების მიზნით, რათა მომხდარიყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. მოსკოვის ფიურერის პოზიცია უშიშროების საბჭოში რამდენიმე საათის შემდეგ გაჟღერდა. მოისმინეთ! მხოლოდ მე რატომ უნდა შევეგუო ამ შხამს რეგულარულად", - დაწერა სოციალურ ქსელში გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ.
გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას "ფსევდოსამშვიდობო, ყალბი და არაგულწრფელი" უწოდა და თქვა, რომ პაუზა უკრაინას მისცეს შესაძლებლობას, იარაღის მიღების დრო გაახანგრძლივოს.
გუტერეშის წინადადებით, ცეცხლი 21 აპრილიდან 24 აპრილამდე უნდა შეწყვეტილიყო.