დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება დიდი ალბათობით მარცხისთვის არის განწირული.
ჯონსონის თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება, ჰგავს ნიანგთან მოლაპარაკებას, რომელმაც შენი ფეხი ყბებში მოიქცია. იუწყება Reuters.
"რთული გასაგებია, უკრაინელებმა როგორ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები პუტინთან, რომელიც კეთილსინდისიერებას მოკლებულია. მისი სტრატეგია, რომელიც ცხადია იმაში მდგომარეობს, რომ ჩაყლაპოს და დაიპყროს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია", - განაცხად ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა უკრაინის შეიარაღება გააგრძელოს.
ჯონსონის თქმით, პუტინმა მიანიშნა, რომ სურს დაიპყროს უკრაინის მეტი ტერიტორია და სავარაუდოდ დაიწყოს ახალი იერიში კიევზე.
"როგორ უნდა მოელაპარაკო ნიანგს, რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს მოქცეული? ასეთი სირთულის წინაშე დგანან უკრაინელები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სტრატეგია, გავაგრძელოთ მათთვის [უკრაინელებისთვის] იარაღის მიწოდება“, - განაცხადა ჯოსნონმა