"არ უნდა დავკომპლექსდეთ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით, რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე.
"საქმე იმაშია, რომ საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა ასობით ოფისი პრორუსული ორგანიზაციები, მაგრამ ზელენსკიმ დროზე მოხურა, ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოში და თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს მას შემდეგ, რაც, ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ, რომ როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ. დღეს უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას.
მაგრამ ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება. ის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ, ჩვენ არ გვჭირდება ომი და სხვა რამ. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ერთიანობა, ერთიანობის დემონსტრაცია და ერთიანობის ზეიმი, გვჭირდება ცვლილებები სწორედ ამ ერთიანობით და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხელს ჩაკიდებენ, მიუხედავად განსხვავებისა, თავისუფლად შეიძლება იყოს ეს 200 ათასი ადამიანიც და არა რაღაც მორიგი აქცია, უბრალოდ ადამიანებმა მოითხოვონ ცვლილებები, ის რაც მათ ეკუთვნით, რომ მათ დაუბრუნდეთ თავიანთი ქვეყანა ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმიტომ, რომ არის ისტორიული შანსი და ფანჯარა, რომელიც მალე მოიკეტება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საქართველოს სწრაფი განვითარების გაგრძელების.
დღეს ჩვენ ვართ ჩიხში შესული და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. ამას მივუძღვენი მე ჩემი სიცოცხლეც და ჩემი ჯანმრთელობაც. ვაგრძელებ ბრძოლას მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ეს გართულებები და უბედურება, რაც შეიძლება მე პირადად დამატყდეს თავს. ჩვენი ამოცანა არის ახლა თანადგომა. ნახეთ როგორი თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა. მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.