მარიუპოლიდან დღეს მშვიდობიანი მოქალაქეების - ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფენი მარიუპოლი-მანგუში-ბერდიანსკი-ტომაკი-ორიხივი-ზაპოროჟიეს მარშრუტით.
ვერეშჩუკის განცხადებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მარშრუტი შესაძლოა, შეიცვალოს. მან მოსახლეობას მოუწოდა თვალი ადევნოს ოფიციალურ ინფორმაციებს.
ევაკუაციის მსურველი მოქალაქეების შეკრება 14:00 საათიდან ტაგანროგის ქუჩაზე დაიწყება.