რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტარუტა ამბობს, რომ ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები.
"რუსმა ფაშისტებმა "აზოვსტალის" რაიონში, საავადმყოფოზე მძლავრი ბომბი ჩამოაგდეს, ჩემი ინფორმაციით, ნანგრევებში 300-მზე ადამიანი იმყოფება. საავადმყოფოს ერთ ნაწილს თავს აფარებდნენ დაჭრილი დამცველები და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი არსად არის", – წერს სერგეი ტარუტა.