დღეს, 26 ნოემბერს, "დავაუფთაოთ საქართველო~ კამპანიის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ჩატარდება გამწვანების აქცია. გამწვანდება რუსთავში არსებული საჯარო სკოლების და ბაგა-ბაღების (9 სკოლა, 9 ბაღი) ტერიტორიები. დაირგვება 2000-მდე ნერგი.
გამწვანების აქციაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვა~ წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე; საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორი ქვემო ქართლში დავით კირკიტაძე; ქ. რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი; შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიანა ჯანსე.
ქ. რუსთავში კამპანია ტარდება პროექტის "დავასუფთავოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში. რომელიც ხორციელდება არასამთავრობი ორგანიზაციების კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირ "ეკოხედვის~ მიერ.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.