მარიუპოლში ოკუპანტები მეტალურგიულ ქარხანა "აზოვსტალს" ბომბავენ. ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო Telegram-არხზე ავრცელებს.
მისივე თქმით, რუსული ძალები არტილერიიდან და ტანკებიდან ქალაქის ლევობერეჟნის რაიონის საცხოვრებელ უბნებსაც ბომბავენ.
"ოკუპანტები ზემძლავრი ბომბებით დარტყმებს აყენებენ არა მხოლოდ "აზოვსტალს", არამედ არტილერიიდან და ტანკებიდან ქაოტურად ბომბავენ ლევერობერეჟნის რაიონის საცხოვრებელ უბნებს", - ამბობს ანდრიუშენკო.
როგორც მანამდე სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, "აზოვსტალს" თავს აფარებს ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე.
"რაშისტები აპირებენ შტურმს "აზოვტსალის" ტერიტორიაზე, სადაც სულ მცირე 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. ქალაქის უკრაინელი დამცველების ინფორმაციით, შენობაში და სარდაფებში რჩებიან მოქალაქეები, რომლებსაც იქიდან გამოსვლა არ უნდათ, რადგან მათი სახლები დანგრეულია, ასევე არ სურთ საფილტრაციო ბანაკებსა და რუსეთში გაგზავნონ, მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები", - განაცხადა დენისოვამ.
ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეების ყოფნას ადასტურებს მარიუპოლის საპატრულო პოლიცის უფროსი მიახაილო ვერშინინიც.
ქალაქის მერიის მონაცემებით, ამჟამად მარიუპოლში ოთხი საფილტრაციო ბანაკია გახსნილი, სადაც დაკავებული ყავთ მოქალაქეები რუსეთში დეპორტაციამდე. კონკრეტულად, ბანაკებში იმყოფება 20 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან, ბანაკი გახსნილია მეზობლად მდებარე სოფელ ბეზიმიანოეშიც, სადაც 5-7 ათასი მოქალაქე იმყოფება.
ქალაქის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ამჟამად მარიუპოლში 100 ათასი მცხოვრები იმყოფება, კიდევ 50 ათასი ევაკუაციას ელოდება ქალაქის შემოგარენიდან.