შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში აწარმოებს ტერორისა და სისასტიკის აღმაშფოთებელ კამპანიას.
ამ განცხადებით ნედ პრაისი რუსეთის არმიის მიერ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.
"ის, რაც რუსეთმა დაიწყო, ფაქტია, იმაზე მეტია ვიდრე შეჭრა, უფრო მეტია ვიდრე ომი, მან დაიწყო ტერორის კამპანია, სისასტიკის კამპანია, აღმაშფოთებელი აგრესიის კამპანია უკრაინელი ხალხის წინააღდეგ. ის, რაც ვიხილეთ ბოლო საათებში, ლვოვსა და კიევის შემოგარენში თავდასხმის სახით, რაც ვიხილეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რისი მომსწრენიც გავხდით ბუჩაში, ეს არის ნათელი მაგალითი, მკაფიო ნიშანი სისასტიკის კამპანიია, ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებენ", - თქვა პრაისმა.
შეგახსენებთ, 18 აპრილს რუსეთის მიერ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
18 აპრილს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა.