დონბასში რუსეთის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის ნიშნები ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეირაღებული ძალების გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს. იუწყება უკრაინული მედია.
გრძელდება ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო დარტყმები სამწრეველო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებისკენ და მანამდე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებისკენ.
„სლობოჟანსკისა და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში აგრესორმა ცალკეულ მიმართულებებზე გააქტიურა შეტევითი მოქმედებები. ვოლინის, პოლესკისა და სევერსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ჯარების მოქმედებებში არსებითი ცვლილებები არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის დაჯგუფებები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბოლოკირებას და საარტილერიო ცეცხლით ქალაქში საცხოვრებელი უბნების დანგრევას.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია შეტევების გაგრძელება იზიუმი-სლავიანსკისა და იზიუმი-ბარვენკოვოს მიმართულებებით.
უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ბელგოროდის ოლქში შეინიშნება ვერტმფრენების მოედნების მოწყობა.
მტერმა გააქტიურა შეტევითი მოქმედებები სევეროდონეცკის, პოპასნიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.
გრძელდება ბრძოლები მარიუპოლისათვის. მტერი ახორციელებს შტურმს საზღვაო პორტის რაიონში.
უწყებისვე ინფორმაციით, მტერი არ წყვეტს მცდელობებს სრული კონტროლი დაამყაროს ხერსონის ოლქში.