უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ოლექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა დაასრულა გადაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში და მზად არის შეტევის დასაწყებად.
"ამ დროისათვის აგრესორმა დაასრულა ჯარების გადაჯგუფება აღმოსავლეთ საოპერციო ზონაში შეტევის დასაწყებად. შეტევითი დაჯგუფების გაძლიერება ხდება დამატებით რუსული ჯარების ქვედანაყოფების გადასროლის ხარჯზე. გაცილებით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს სლობოჟანსკისა და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში", - განაცხადა მოტუზიანიკმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ამავე დროს რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს.
"ერთნახევარჯერ გაიზარდა რუსული ავიაციის ოპერატიულ-ტაქტიკური ფრენები. ოკუპანტები ემზადებიან შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიაზე სრული კონროლის დასამყარებლად და უზრუნველყოს სახმელეთო დერეფნის მდგრადობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიასთან", - აღნიშნა მოტუზიანიკმა.