იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ამის შესახებ დრაგიმ Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა.
დრაგის თქმით, პუტინს მანამდე ესაუბრა, ვიდრე ბუჩიდან შემაძრწუნებელი ინფორმაციები გავრცელდებოდა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით დრაგის წინადადებაზე განაცხადა, რომ "ამის დრო ჯერ არ არის".
"შემდეგ დაიწყო ინფორმაციების გავრცელება ბუჩის ხოცვა-ჟლეტაზე. მე უკვე ვფიქრობ, რომ ის, ვინც ამბობს, რომ მოლაპარაკებები უსარგებლოა, მართალია, და ეს უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა", - განაცხადა მარიო დრაგიმ.
ამასთან, მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა, რომ პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, თუმცა ასეთი შესალძებლობას არ გამორიცხავდა უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზების გათვალისწინებით, ასევე უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრიდან გამომდინარე.
"უკრაინელები გმირულად იბრძვიან. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, ხალხი უკრაინის არმიად იქცა, წინ გველოდება დიდი წინააღმდეგობა, ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებები და მეტი ნგრევა", - აღნიშნა მარიო დრაგიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია უკრანისთვის შეიარაღების დაუყოვნებლივ მიწოდება