რუსეთის ძლების მიერ ლვოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი Telegram-ზე ავრცელებს.
კოზიცკის ინფორმაციით, ქალაქის წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. სამი რაკეტა სამხედრო ინფრასტრქუტურას მოხვდა, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს. შედეგად გაჩნდა ხანძარი, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციები გრძელდება. მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 8 მოქალაქე მათ შორის ერთი ბავშვია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 5 სარაკეტო დარტყმის შესახებ. BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, აფეთქებები გაისმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან.