დღეს დილით, რუსეთის არმიამ უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქზე 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
"ხუთი მიზანმიმართული სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე. შესაბამისი უწყებები უკვე გაემართნენ ადგილისკენ. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - წერს მერი სოციალურ ქსელში.
სარაკეტო იერიშის შესახებ ასევე იტყობინება BBC-ის კორესპონდენტი, რომელიც ლვოვში მუშაობს. მისი თქმით, აფეთქებები გაისმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან.
თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: არქივი, რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე მარტში.