ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ახალი ტიპის მართვადი რაკეტა, რომელსაც შეუძლია "გაზარდოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ეფექტურობა". იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, რაკეტის გამოცდას "პირადად ესწრებოდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი კიმ ჩენ ინი", რომელმაც " მნიშვნელოვანი მითითებები გაცა ქვეყნის თავდაცვის პოტენციალისა და ბირთვული საბრძოლო ძალების შემდგომი გაფართოებისთვის".
ფხენიანის ინფორმაციით, რაკეტებმა 110 კილომეტრის დაფარვა შეძლეს, უმაღლეს წერილს 25 კილომეტრის სიმაღლეზე მიაღწიეს და მაქსიმალური სიჩქარე (4 მახი) განავითარეს.
უცნობია რაკეტის გამოცდის ზუსტი თარიღი და მონაცემები.
მანამდე, ფხენიანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ბირთვული და შორი მანძილის რაკეტების გამოცდაზე მორატორიუმის გაუქმებას აპირებს.
ბოლო ხანებია, ჩრდილოთ კორეამ გააძლიერა რაკეტების გამოცდის პროგრამა. მხოლოდ იანვარში ფხენიანმა 7 სარაკეტო გამოცდა ჩაატარა, მათ შორის ჰიპერბგერითი და საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. საერთო ჯამში, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე 15-მდე რაკეტის გაშვება დაფიქსირდა.