რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ლონდონის სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი რუსეთში შესვლას უკრძალავას ბრიტანეთის მთავრობის მესვეურებს.
კრემლის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში შევიდნენ ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საგარეო საკითხთა მდივანი ლიზ ტრასი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მდივანი დომინიკ რააბი, ხაზინის მდივანი რიში სუნაკი, საშინაო საკითხთა მდივანი პრიტი პატელი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი.
"ბრიტანეთის მთავრობის უპრეცედენტო მტრული ქმედებების საპასუხოდ, რომელიც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკავშირდება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობის წევრებისა და სხვა პოლიტიკური პირები ე.წ. შავ სიაში შეყვანის შესახებ", - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, კრემლმა მანამდე რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ამერიკელ კონგრესმენებს, კანადის პრემიერ-მინისტრსა და კანადელ სენატორებს.