მსოფლიოში ცნობილი ტენორის პლასიდო დომინგოს კონცერტს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქართველმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განუცხადა.
კონცერტის სამზადისი ბათუმში დასრულებულია. წითელ ხალიჩაზე პირველი სტუმრები ნახევარ საათში გამოჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ დომინგოს კონცერტი პიაცას მოედანზე გაიმართება. მას, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრება.