მოლდოვის პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამხედრო აგრესიის - გეორგიევსკის ლენტისა და Z და V სიმბოლოების აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Newsmaker-ი ავრცელებს.
კანონპროექტს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, მოლდოვაში აიკრძალება სიმბოლიკები და ატრიბუტები, რომელიც სამხედრო აგრესიის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პროპაგანდას შეიცავს.
კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოლდოვის პრეზიდენტი მოაწერს.
აღნიშნულ სიმბოლოებს მიეკუთვნება შავ-ნარინჯისფერი ლენტი, რომელსაც გეორგიევსკის ლენტს უწოდებენ, ასევე ასოები "Z" და "V". დამზადება, გაყიდა, გავრცელება, ამ ატრიბუტებისა და სიმბოლოების გამოყენება, ასევე მათი გამოყენება სამხედრო აგრესიის მხარადჭერის მიზნით დაჯარიმდება 4 500-9 000 ლეით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო 30-60 საათიანი არაანაზღაურებადი სამუშაოთი.
ლათინური ასოებს Z-ს და V-ს კრემლი ომის მხარდაჭერის არაოფიციალურ სიმბოლოდ იყენებს.