ხვალ, 26 ნოემბერს, 10:00 საათზე, აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის სტრატეგიულ შეფასებათა და მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, უსაფრთხოების კვლევების ფარგლებში, ატარებს მე-2 საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მიზანია უსაფრთხოების საერთო კონცეფციაში ევროპისა და ევროპულობის ცნებათა დაზუსტება, ასევე ამ საკითხზე შემდგომი განსჯის სტიმულირება ევროპასთან ინტეგრაციის თავსებადი სტრატეგიის მოდელის განსასაზღვრად.
კონფერენციას დაესწრებიან გერმანელი და უკრაინელი მეცნიერები, ასევე საელჩოს წარმომადგენლები.