შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ ქვეყნებს, რომლებიც, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთთან კავშირებს ინარჩუნებენ, გლობალური ეკონომიკისგან იზოლაცია მოელით. იტყობინება Wall Street Journal-ი.
იელენი აფრთხილებს ქვეყნებს შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ნეიტრალურები რჩებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით.
"მაშინ როდესაც, რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ არაერთმა ქვეყანამ ერთიანობა აჩვენა და კომპანიებმა საკუთარი სურვილით დატოვეს რუსეთის ბაზარი და რუსულ ბიზნესთან ურთიერთობა შეწყვიტეს, ჯერ კიდევ რჩებიან ქვეყნები და კომპანიები, რომელთაც ეს არ გააკეთეს. მსურს, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ ქვეყნებს, რომლებიც განზე გადგნენ და ალბათ, რაღაც სარგებელს მოელიან რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებით. ეს მოტივაცია სულაც არ არის შორსმჭვრეტელობა. გარკვევით უნდა ითქვას, რომ სანქციების დამწესებელ სახელმწიფოთა კოალიცია არ შეურიგდება ქმედებებს, რომლებიც ჩვენი სანქციებისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული", - თქვა მდივანმა იელენმა.
ხაზინი მდივნის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია, თავის მოკავშირეებთან ერთად, იმუშავებს, რათა რუსეთის ეკონომოკური, ფინანსური და სტრატეგიული იზოლაცია გაგრძელდეს.