კვიპროსის ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულ 4 რუს მილიარდერსა და მათი ოჯახის წევრებს მოქალაქეობას ჩამოართმევს.
როგორც იუწყებიან, ჯამში მოქალაქეობა 21 რუსს ჩამოერთმევა - 4 მილიარდერსა და მათი ოჯახების 17 წევრს.
მოქალაქეობას ჩამოართმევენ:
მიხაილ გუცერიევს - სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, "საფმარ"-ის მთავარ აქციონერი;
ვადიმ მოშკოვიჩს - კომპანია "რუსაგრო"-ს მფლობელი;
ალექსანდრ პონომარენკოს - "შერემეტიევო-ჰოლდინგ"-ის ერთ-ერთი მფლობელი;
ალექსეი კუზმიჩოვს - საინვესტიციო კონსორციუმის "ალფა-გრუპ"-ის თანადამფუძნებელი.
რუს მილიარდერებს კვიპროსის მოქალაქეობა მიღებული ჰქონდათ ე.წ. "ოქროს პასპორტის" პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 2007 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე კვიპროსმა ამ პროგრამის ფარგლებში, 2 886 რუსს მიანიჭა მოქალაქება. ჯამში, ნიქოზიამ 6 779 უცხოელზე გასცა "ოქროს პასპორტი". კვიპროსმა "ოქროს პასპორტების" პროგრამა 2020 წლის ბოლოს დახურა.