26 ნოემბერს, 17:00 საათზე, სამხატვრო გალერეა "ჰობის" დარბაზში გაიხსნება 32 პატიმარი ქალის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დევიზით: "შემოქმედება - ღირსებისთვის".
გამოფენას საზეიმოდ გახსნიან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
გამოფენა ორგანიზებულია ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელშეწყობით.