ხვალ, 26 ნოემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა გასული წლების მიღწევებზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ BBC World Service Trust-ის წამყვანი ექსპერტები, რომელნიც საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების საკუთარ ხედვას წარადგენენ.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.
საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის ხელშეწყობა უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს. პროექტის მიზანია საქართველოს მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება და მოსახლეობისთვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდება. პროექტს, რომლის ბიუჯეტიც 500 ათას ევროს შეადგენს, აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (