შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში, მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი "ტვიტერში" წერს.
სტეფანჩუკი აცხადებს, რომ ქართველი პარლამენტარების ვიზიტი დაადასტურებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს.
"შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ჩამოვიდეს ვიზიტით უკრაინაში. მოხარული ვარ, რომ მცირე გაუგებრობები უკრაინასა და საქართველოს შორის ამოწურულია. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს!" - წერს რუსლან სტეფანჩუკი.