პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირ-ვაშინგტონის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ზურაბიშვილი ამერიკაში (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი) გაემგზავრა (17-23 ნოემბერი), სადაც შეხვედრებს მართავს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან. შეხვედრების თემაა: ამერიკის მხრიდან რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული საქართველოში თავისუფალი მედიის მხარდასაწერად; საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ; კავკასიაში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეები.
17 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენელს, ჯონს ვუდს, ასევე უმრავლესობის უფროს მრჩეველს, ევროპისა და აზიის საკითხებში, სენატის საგარეო კომიტეტის წევრს ჯეისონ ბრუდერს.
18 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო Bროოკინგს ინსტიტუტე-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში; 19 ნოემბერს _ ევროკავშირი-ვაშინგტონის ფორუმის გახსნაში.
23 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.