პენტაგონი ვერ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა,
CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"თუ ეს ცნობები სიმართლეს შეესაბამება, ასახავს შეშფოთებას, რომელიც გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინაში არეულობებზე კონტროლის საშუალებების პოტენციური გამოყენების გამო, მათ შორის ცრემლსადენი გაზის ქიმიურ ნივთიერებებთან შერევით", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
კირბის თქმით, პენტაგონი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას.
"აზოვის პოლკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს გამოუვლინდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა "აზოვსტალში" გამოიყენეს.