გერმანიის იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall მზად არის უკრაინას 50-მდე ტანკი Leopard 1 და Marder-ის ტიპის 60-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცეს.
Leopard 1 გერმანიის შეიარაღებული ძალების მთავარი ტანკი იყო, ვიდრე ის უფრო ახალმა მოდელმა Leopard 2-მა არ ჩაანაცვლა.
Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები Leopard-ის ტანკებთან ერთად შეტევით ჯგუფში გამოიყენება.
Rheinmetall-ის განცხადებით, იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს უკრაინაში შეიარაღების გაგზავნა, აუცილებელია გერმანიის მთავრობის თანხმობა, რის შემდეგაც კომპანია უკრაინას მძიმე ტექნიკას 3 თვის განმავლობაში მიაწვდის.
გერმანული კონცერნის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდებათ Leopeard 1-ის ტანკების გამოყენების შესწავლისთვის.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას დამატებით მძიმე შეიარაღება უნდა მიაწოდოს.