ხორვატია ქვეყნიდან აძევებს ზაგრებში რუსეთის საელჩოში აკრედიტებულ 18 დიპლომატს. იტყობინება ადგილობრივი მედია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, 18 დიპლომატის გარდა, ხორვატიის დატოვება უბრძანეს საელჩოს 6 ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალს.
ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და იქ ჩადენილი მრავალი დანაშაული.
ამასთან, ზაგრები მოუწოდებს მოსკოვს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, ასევე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება".
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს ევროკავშირმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, შვედეთმა, რუმინეთმა, პორტუგალიამ, საბერძნეთმა, ნორვეგიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, მონტენეგრომ, იაპონიამ და სხვებმა.
ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.
რუსეთი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევებას შესაბამისად უპასუხებს.