დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ჯონსონი სოციალურ ქსელში ზელენსკისთან კიევში შეხვედრის შემდეგ წერს.
"დღეს შევხვდით ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მეჩვენებინა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინას გავუწევთ ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას, რომელიც მოწმობს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას რუსეთის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ჯონსონი.