საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას, საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გადაცემის თაობაზე.
"მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ გადამწყვეტ დღეს და მზად ვართ, სწრაფად ჩავერთოთ ამ პროცესში გულმოდგინებით და მონდომებით", - წერს შალვა პაპუაშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა.