5 ივლისის მოძალადეების საქმის მორიგი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ლექსო შაქარავასა და მირანდა ბაღათურიას ცემაში ბრალდებულებს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოიტანა: დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძეს, გია გიგუაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ლექსო ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.