რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2008 წელს ეს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, - მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ნატო- ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების სიყვარულისთვის.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ აზრის ცენზორები, სიტყვის ცენზორები, სიტყვით მანიპულატორები. რაც შეეხება ამ განცხადებას, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს, გაწევრიანდეს ნატო-ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების სიყვარულისთვის. ამაზეა საუბარი და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა სწორედ იმაშია, რომ ამას აღუდგეს წინ. არ დაუშვას, რუსეთი შეეცადოს, დასაჯოს და დაჩაგროს 21-ე საუკუნეში ხალხი და ქვეყნები იმის გამო,რომ ისინი ცდილობენ, საკუთარი სუვერენიტეტი განახორციელონ.
სწორედ ამას უნდა აღუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და ეს არის მთავარი ამოცანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ სულისკვეთებას, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2008 წელს ეს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, საქმე იმაშია, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.