გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კიევის ოლქის დასახლებებში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ევროკავშირმა რუსულ გაზის იმპორტზე დაუყოვნებელივ უარი უნდა თქვას.
ასეთი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა მან ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში.
ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი მოსკოვთან ნებისმიერი შეთანხმების მიმართ.
"ჩვენ ვნახეთ, როგორ ცრუობენ ეს ადამიანები, როგორ გვატყუებენ, როგორ არ ასრულებენ დაპირებებს. ამიტომ ამ შემთხვევში მე ძალიან ფრთხილი ვარ, ძალიან სკეპტიკური", - განაცხადა მან.
მანამდე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობები დაგმო და რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა. თუმცა რუსული გაზის იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე არაფერი უთქვამს. გერმანიის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ რუსული გაზის სრულად შეწყვეტას 2024 წლის შუა პერიოდიდან აპირებს.
აღსანიშნავია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმაც განაცხადა სანქციების გამკაცრებაზე, თუმცა გაზის იმპორტის აკრძალვაზე არ უსაუბრია.
გერმანიის მთავრობამ ადრე განაცხადა, რომ რუსული გაზის შესყიდვის შეჩერებას 2024 წლის შუა რიცხვებისთვის შეძლებს.