უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსტალ სტეფანჩუკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოსა და მოლდოვის პოზიციისთ იმედგაცრუებულია.
"ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთიანდებოდა, რადგან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები "დაკბენილია" რუსეთის მიერ. მაგრამ ოფიციალური თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ, იმედი გამიცრუა. ისე, მეგობრები გაჭირვებაში იცნობიან. მაგრამ კარგია, რომ ჩვენს ხალხს განსხვავებული აზრი აქვს", - წერს სტეფანჩუკი.