ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სურს სამხრეთ უკრაინაში შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდება, რათა ხელისუფლებამ ოდესა დაიცვას. იუწყება The Times.
ლონდონს სურს უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, რათა უკრაინელებმა რუსული გემების თავდასხმების მოგერიება შეძლონ და შეამსუბუქონ ზღვიდან მომდინარე ზეწოლა.
ჯონსონმა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსგავსი იარაღის შეძენა და უკრაინისთვის გადაცემას აპირებს, რათა რუსებმა წინსვლა ვერ შეძლონ.
უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯონსონს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ესაუბრა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ოდესაზე რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა.