თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას სტამბოლში უმასპინძლოს. იუწყება უკრაინული მედია hurriyet-ზე დაყრდნობით.
„მოხარულები ვიქნებით, თუ შეხვედრას სტამბოლში გავმართავთ და ნეგატიურ პროცესებს პოზიტიური მიმართულებით წარვმართავთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
ასევე ერდოღანმა აღნიშნა, რომ გუშის ზელენსკის ესაუბრა, დღეს კი გეგმავს პუტინთან საუბარს. მისივე თქმით, შეხვედრისადმი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მიდგომა პოზიტიურია.
ერდოღანი იმედოვნებს, რომ სტამბოლში ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.