რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ არის მომწიფებული. ამის შესახებ დრაგიმ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მას წინა დღით პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ჰკითხეს.
დრაგის თქმით, პუტინმა ასევე უთხრა, რომ გაზის მოქმედი კონტრაქტები ჯერ კიდევ ძალაშია და რომ ევროპული კომპანიები გააგრძელებენ გადახდას ევროსა და დოლარში და არა რუბლში.
სატელეფონო საუბრისას პუტინმა უთხრა იტალიის პრემიერ-მინისტრს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა "ნაადრევია".