კანადის ფედერალურმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
კანადის პარლამენტში უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ანგარიში მოქალაქეობისა და იმიგრაციის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარადგინა.
აღნიშნული დოკუმენტით, კომიტეტი მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, შემოიღოს უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
ამავდროულად, დეპუტატები რეკომენდაციას უწევენ მთავრობას, "გაზარდოს პერსონალის რაოდენობა, რათა მიგრანტების მიღების შეფერხება არ გახანგრძლივდეს არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო".
კანადელი კანონმდებლები კიდევ ერთხელ გმობენ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს უკრაინაში.
"ჩვენ ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით არაპროვოცირებულ თავდასხმას საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით", - ნათქვამია ანგარიშში.