რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.
ფრანგული მედიის ცნობით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
საუბრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ კრემლმა გამოაქვეყნა. მოელიან, რომ ელისეის სასახლე მოგვიანებით გაავრცელებს ოფიციალურ კომუნიკეს.
"რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეას დეტალურად გააცნო ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ სამოლაქო პირების გადაუდებელი ჰუმანიტრაული დახმარებისა და ევაკუაციის უზრინველყოფისათვის, მთ შორის მარიუპოლიდანაც
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად, უკრაინელმა ნაციონალისტმა მებრძოლებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დადონ იარაღი“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რუსული გაზის ღირებულების რუსულ რუბლებში გადახდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
New York Times-ის ცნობით, მაკრონმა პუტინს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 18-ჯერ დაურეკა.