რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ქალაქ გოლაია პრისტანის მერი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 28 მარტს რუსმა სამხედროებმა იარაღის მუქარით ქალაქის მერი მძევლად აიყვანეს.
ქალაქის მოსახლეობა აქციაზე გამოვიდა, რომლის დროსაც უკრაინის ჰიმნი შეასრულა და სკანდირებდა ლოზუნგს: "გოალაია პრისტანი და მთელი ხერსონის ოლქი უკრაინაა".