"მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, ყველა ადამიანი, ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად, ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს მტერი, მაგრამ იმავდროულად ეს არის ნებსით თუ უნებლიედ მტერი უკრაინის. დღეს, რაც თანამედროვე ცივილიზებული კაცობრიობისთვის ამოცანას წარმოადგენს, ეს არის შეწყვეტა ომისა, რომელიც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ეს არის მოწოდება ომისკენ, საქართველოს ჩასათრევად საომარ მოქმედებებში, რის გამოც სამართლიანად ეწოდა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას "ომის პარტია", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატის თქმით, ასევე სამწუხაროა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს.
"რეფორმები ხორციელდება და ამისთვის საკმარისია, რომ ჩავიხედოთ დღის წესრიგში რა იხილება დღევანდელ სხდომაზე. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდგმება ნაბიჯები და ამაში არა თუ აქტიურად, არამედ ნულოვანი მაჩვენებლით არის ჩართული ოპოზიცია. საქმეები კეთდება რეალურად ისე, რომ სამწუხაროდ, ამაში ოპოზიცია არ არის ჩართული, არა იმიტომ რომ ხელისუფლების ნება ასეთია, არამედ იმიტომ რომ თვითონ გააკეთეს ასეთი არჩევანი“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.