პუტინი აგრძელებს ამაზრზენ ტაქტიკას და იტაცებს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა Twitter-ზე დაწერა.
მისი თქმით, პუტინი წარუმატებლობის გამო, მიმართავს სასოწარკვეთილ ზომებს.
"პუტინი აგრძელებს ამაზრზენი ტაქტიკის გამოყენებას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას. ის ვერ აღწევს თავის მიზნებს და მიმართავს სასოწარკვეთულ ზომებს. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში", - წერს ლიზ ტრასი.
ტრასმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის უფლებადამცველმა ცენტრმა "ზმინამ" განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია ათობით მოქალაქე, რომლებიც რუსებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი. ამასთან ორგანიზაცია აცხადებს, რომ ათასობით უკრაინელი რუსეთში ძალის გამოყენებით გაიყვანეს.