რუსეთის საოკუპაციო ძალები მარიუპლის წინააღმდეგ იერიშს აგრძელებს, თუმცა ქალაქის ცენტრი უკრაინის კონრტოლქვეშ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმია კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ქალაქისთვის თავისი დარტყმის შესაძლებლობებით.
უწყების მონაცემებით, უკრაინის ძალები ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებს კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით, მათ შორის ირპინის, ბუჩასა და გოსტომელში. იერიშებმა გარკვეული წარმატება მოიტანა და რუსები რიგი პოზიციებიდან უკუგდებულია.
სხვა ადგილებში რუსეთის ძალები ინარჩუნებენ დაბლოკვის პოზიციებს და ცდილობენ თავიანთი ძალების რეორგანიზაციასა და გადაჯგუფებას.