დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა გაყიდონ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. იუწყება Reuters.
"უნდა უზრუნველყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით არ დასრულდეს", - განაცხადა ტრასმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმირ პუტინმა არ უნდა მიიუღოს სარგებელი უკრაინაში შეჭრის შედეგად
"ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული დარეგულირება, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების მოტანა. პუტინი დაბრუნდა უფრო ბევრის მისაღებად. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მას უფლება მივცეთ გაიმარჯვოს ამ საშინელი აგრესიის შემდეგ", - განაცხადა ტრასმა.