ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს.
ზბიგნევ რაუს ვიზიტი 29 მარტს დაიწყება და 1-ელ აპრილამდე გასტანს. ვიზიტის ფარგლებში რაუ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოში მინისტრი რაუ შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ვოლსკის.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.
სომხეთში რაუ შეხვდება პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.
ვიზიტი ფოკუსირებული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი თანამშრომლობის, დიალოგისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.