კიევის ოლქის ქალაქი ირპინი განთავისუფლდა დამპყრობლებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ალექსანდრე მარკუშინი ავრცელებს.
"ჩვენი ირპენი განთავისუფლდა მოსკოვის ბოროტი სულებისგან!!! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!" - თქვა ქალაქის მეთაურმა.
მისი თქმით, ამჟამად ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქალაქში [მოსახლეობის] დაბრუნბეა ჯერჯერობით ისევ სახიფათოა.
"გავაგრძელებთ წინსვლას და გავათავისუფლებთ ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს. გვესმის, რომ მეტი თავდასხმა იქნება ჩვენს ქალაქზე და ჩვენ გაბედულად დავიცავთ მას. ირპინი უკრაინაა", - აღნიშნა მარკუშინმა.