"ხელისუფლება ამბობს, შანსი არ არის არ შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომელიც გაბერილი აქვთ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმის დასაფინანსებლად, ამიტომ არც არაფერს არ ვიზამთო, ამას ამბობს რეჟიმი, რომელიც თვითონ 200 მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარ საწვავზე“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
"ეს არალეგიტიმური რეჟიმი იმდენად უტიფარია და იმდენად არაანგარიშვალდებულად გრძნობს თავს, რომ თუ დიდი საფრთხე არ იგრძნეს ამ უტიფრობას გააგრძელებენ, პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა ჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს პროტესტში მონაწილე ხალხს, შემდეგ იარლიკი მიაწებეს "ნაცების", თან უთხრეს, რომ შანსი არ არის არ შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომელიც გაბერილი აქვთ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმის დასაფინანსებლად, ამიტომ არც არაფერს არ ვიზამთო, ამას ამბობს რეჟიმი, რომელიც თვითონ 200 მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარ საწვავზე, იმდენად გაბერილი ბიუროკრატია აქვს, ამიტომ მეტი საფრთხე უნდა იგრძნონ მაშინ შეიძლება ყვავს კაკალი გააგდებინო, ჯამურად ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ამოასუნთქებს ამ ქვეყანას და საგადასახადო ტვირთის დაწევას, ლარის კურსის გადარჩენას მათ შორის მულტი-ვალუტის შემოტანით სჭირდება ამ რეჟიმის შეცვლა”, - განაცხადა ბოკერიამ.