ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი გააძევა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიპლომატების გაძევების თაობაზე საპროტესტო ნოტა ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩს სერგეი ბაზნიკინს გადაეცა.
"კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ პირებმა ჩაიდინეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებები და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მოუწევთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი, ერთი მაისში, მეორე აგვისტოში და გააძევა ისინი ქვეყნიდან. ორივე შემთხვევაში რუსეთი სარკისებური ზომებით გამოეხმაურა, ანუ მოსკოვიდან მაკედონელი დიპლომატები გააძევა.